ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელმა „მესხ ქალთა გაერთიანებისა“ და ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებთან შეხვედრა გამართა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მათ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ნინო რუხაძის თქმით, პროექტი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს, გააქტიურებასა და ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.
ახალგაზრდებთან შეხვედრა მედიაცენტრის ორგანიზებით პროექტის „
ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა
პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში შედგა.
პროგრამას „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი
ცენტრი“ პარტნიორ არასამთავრობო ორაგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ ერთად
ახორცილელებს.
„ქალთა ოთახი“ სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
ახალციხეში მუნიციპალური სერვისი მერიის ახალ შენობაში
განთავსდება.