ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
როგორც ლალი მაისურაძე აცხადებს სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მართლმსაჯულების ორგანოში გასაჩივრების მიუხედავად, ბაღის ყოფილ მენეჯერს სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერა, თუმცა მისივე თქმით, გასაჩივრება მაინც გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ლალი მაისურაძემ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 5 მარტს შეიტანა.
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. ლალი მაისურაძის თქმით, 8 წლიანი მუშაობის პერიოდში გაფრთხილება არცერთხელ მიუღია. მას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 6 თებერვალს აცნობა.