გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომები დასკვნით ეტაპზე გადადის.
პროკურორს მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა და წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა დარჩა, რის შემდეგაც, დაცვისა და ბრალდების მხრეები დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ.
დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ქასრაშვილი დაიკითხა. ადვოკატ ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ საქმეში ქასრაშვილი და მერაბიშვილი უდანაშაულოები არიან. მისივე განმარტებით, ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის სახურავზე შესრულებული სამუშაოები, მიღება-ჩაბარების კომისიას უნდა შეემოწმებინა და ხარვეზიც გამოესწორებინა.
შემდეგ პროცესზე რევაზ მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ.