მდინარე ფოცხოვზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ამასათან დაკავშირებით ინფორმაცია ახალციხის თემის რწმუნებულებსა და გამგეობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების „ორქისისა“ და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
„ორქისის“ ექსპერტის ნუგზარ ბოჩიძის თქმით, ფოცხოვის სანაპიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გასუფთავების მოთხოვნით, რეგიონის გუბერნატორს წერილობით მიმართავენ.
ორგანიზაციებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები მათ შორის მდინარის სანაპიროები შეისწავლეს და ანალიზი ჩაუტარეს. ორქისის წარმომადგენლები განმარტავენ რომ ნარჩენებით დაბინძურების მხრივ, აღმოსავლეთ საქართველო და მათ შორის სამცხე-ჯავახეთი სავალალო მდგომარეობაშია.
აღნიშნულის გარდა დღეს გამგეობის ტრადიციულ თათბირზე, თემის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს.