ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თამჯდომარის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში მოქმედი თამჯდომარეც შეიტანს. იმედა მღებრიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ლევან ლობჯანიძის მიერ შეტანილი საჩივარი განხილვაში მიიღო და პროცესში, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის მესამე პირად ჩართვა მოითხოვა.
მღებრიშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ის ბრალდებები, რომლებსაც ლევან ლობჯანიძე საკრებულოს უყენებს აბსურდულია და იგი ამას სასამართლოს გზით დაამტკიცებს.
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს საჩივრის შესატანად რამდენიმე დღე დარჩა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმომადგენლობით ორგანოს წინააღმდეგ სარჩელი 3 აპრილს შეიტანა. ლევან ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენება უსაფუძვლოა და კენჭისყრის პროცედურა დარღვევით ჩატარდა. მისივე თქმით, საკრებულომ ყველა წესის დარღვევით აირჩია ახალი ხელმძღვანელიც.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 4 მარტს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს