ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის მიერ, 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
სამსახურის უფროსის თქმით, წელს, ქალაქ ახალციხეში, 3 094 608 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. სამსახურმა, მუშაობის დადებითად შეფასების მიუხედავად, შენიშვნებიც მიიღო.
გელვასი გელაძეს საკრებულოს წევრების შენიშვნების მოსმენაც მოუწია. დეპუტატებმა ყურადღება ქალაქისა და თემის საზღვრის გამიჯვნასა და ახალციხის განვითარების გეგმის არარსებობაზე გაამახვილეს.
დეპუტატებმა, გელვასი გელაძეს პირველი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესებაც სთხოვეს.
დეპუტატების ნაწილი ძლიერი სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ბედით დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე, მერიაში 400 განცხადებაა შესული.
ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსმა, 2017 წლის პირორიტეტებზეც ისაუბრა. გელვასი გელაძის თქმით, მომავალ წელს გათვალისწინებულია სამი სკვერის, ოთხი ატრაქციონის, ორი მინი სტადიონის მოწყობა და ქუჩების რეაბილიტაცია. ამისთვის სულ 5 680 ათასი ლარია გათვალისწინებული.