სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის. დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მთავარი მოწმე – დავით კუბლაშვილის შვილი, მირზა კუბლაშვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. დანარჩენი მოწმეები კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა პროცესიდან მოხსნა.
ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას ერთ კვირაში წაიკითხავს. დავით კუბლაშვილის ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც პროკურორის დასკვნით სიტყვას მოისმენს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.