ასპინძაში სტიკერები
“თანადგომა პოლიციას” ჩამოხიეს.
როგორც “მეცხრე არხთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე აცხადებს, სტიკერები დაბის ქუჩებში 16 აპრილს გააკრეს, თუმცა საღამოს უკვე ჩამოხეული დახვდათ.
ბესიკ ბექაურის თქმით, ასპინძაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი სტიკერია დარჩენილი, რომელიც ჩამოხევას გადაურჩა.
ვინ ჩამოხია სტიკერები “ნაციონალური მოძრაობის”
წევრებისათვის უცნობია.
“თანადგომა პოლიციას”-ამ სახელწოდების აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
სტიკერები პარტიის წევრებმა ახალციხეშიც გააკრეს.
ფოტოებს ასპინძა ენმ ავრცელებს.