ახალქალაქის მაჟორიტარმა
დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა, 15 აპრილს, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა. დეპუტატის თქმით, 1915
წელს განვითარებული მოვლენები სწორად უნდა შეფასდეს, რადგან მომავალში
მსგასვი ქმედება სხვა ერების მიმართაც არ განხორციელდეს.
,,დარწმუნებული ვარ, თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო
სომეხთა გენოციდი, არ მოხდებოდა მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშულებები არ უნდა
განმეორდეს არცერთი ერის წინააღმდეგ“– განაცხადა
პარლამენტის სხდომაზე სამველ პეტროსიანმა.
ახალქალაქის დეპუტატის მოთხოვნას არ ეთანხმება მისი კოლეგა.
მარნეული მაჟორიტარი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის თქმით, 1915 წელს
მიმდინარე მოვლენები სომეხი ერის გენოციდი არ იყო. დეპუტატმა მის
საპასუხოდ, 20 წლის წინ, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები
გაიხსენა: ,,მე კარგად მახსოვს რა მოხდა 20 წლის წინ,
აზერბაიჯანში, ყარაბაღში,
ქალაქ ხოჯალოში, ერთ ღამეში დაიხოცა 700–მდე მშვიდობიანი, უიარაღო
აზერბაიჯანელი, ძირითადად ბავშვები და ქალები იყვნენ, ჩვენ
ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი მთავრი მტერი 40 კილომეტრის
იქითაა აქედან. რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე?“– აღნიშნა
დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა.