ავტოსაგზაო შემთხვევა
ბორჯომის შემოსასვლელში დღეს დილით მოხდა. მერსედესის მარკის
ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით
მოძრაობდა, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ხევში ჩავარდა.
მსუბუქი მარკის
ავტომობილში 5 მგზავრი: 2 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი
იმყოფებოდა. 4 მათგანი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ხუთივე მგზავრი,
სავარაუდოდ, ფოთიდან არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი
უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას და ფოტოებს ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს