ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. გამგეობიდან წარდგენილი სამი პროექტიდან სამინისტრომ ყველა მათგანი დააფინანსა. როგორც „მეცხრე არხთან“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე განმარტავს, ორი პროექტის დაფინანსებაზე დასტური უკვე მიიღეს. რაც შეეხება მესამეს, გამგეობაში უწყებიდან შესაბამის განკარგულებას ელოდებიან.
ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტისათვის ყველაზე პრიორიტეტული დაბის შიდა ქუჩების რეაბილიტაცია, ხიზაბავრის გზის მშენებლობის დასრულება და ზველი-ჭობარეთის 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტებაა.
აღნიშნული პროექტებისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასპინძის მუნიციპალიტეტს 17 000 ლარზე მეტით დააფინანსებს.