ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული შპს „ორიენტირი“ასრულებს. ხიდის რეაბილიტაციისათვის მერიის ბიუჯეტიდან 3 700–მდე ლარია გამოყოფილი.
ამ ეტაპზე მშენებლობა ხის მასალით მიმდინარეობს , მომავალში კი მისი ქვის ფილებით მოპირკეთება იგეგმება. ხიდი წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. დროდადრო ხის მასალა ლპებოდა და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ქალაქის მერის მოადგილის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია 2015 წლის 17 აპრილს დასრულდება.