მდინარე მტკვრის დონემ მოიმატა. შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთის მხარემ წყალი უკვე გამოუშვა.
ტერიტორიაზე გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებული იყო სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო–სამაშველო სამსახური. მაშველების თქმით, წყლის დონე ეტაპობრივად იმატებს და მოსახლეობაში რაიმე მატერიალური ზიანი არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტკვარზე ამ დრომდე პატრულირებენ და სიტუაციას აკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარმა კლება ნოემბრის თვეში დაიწყო. აღნიშნულ პრობლემაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება დეკემბერის თვეში გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყლის დონის კლება თურქული მხარის მიერ ზამთრისთვის წყალსაცავების შევსებამ გამოიწვია და მას ჰესის პროექტთან კავშირში არ ჰქონდა.