“ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, ჩატარდა მასრების ექსპერტიზა და ჩვენ
შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც
იძებნებოდა ბორჯომში ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისთვის. ამოღებული
მასრები ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა, ჩვენ ვიცით
ბრალდებულის ვინაობა, ეს არის შალვა აბულაძე”, – ეს განცხადება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ რამდენიმე წუთის
წინ გააკეთა. ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის
ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე –
გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს
საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე,
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების
მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად
პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი
დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი
საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან
გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში
უტარდება. გრძალიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება.
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს
დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე
გასროლით 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს, პატრულირებისას გიორგი ბერუაშვილი დაჭრა, რომელიც მიყენებული
ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
“ამოღებულია
ნივთმტკიცებულებები, ჩატარდა მასრების ექსპერტიზა და ჩვენ შეგვიძლია,
ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში
ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისთვის. ამოღებული მასრები ადასტურებს,
რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა, ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა,
ეს არის შალვა აბულაძე”, – ეს განცხადება შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ რამდენიმე წუთის წინ
გააკეთა.
ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის
ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე –
გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს
საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე,
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების
მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად
პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი
დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო
კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს
სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
გრძალიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება.
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977
წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე
გასროლით 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს, პატრულირებისას გიორგი ბერუაშვილი დაჭრა, რომელიც მიყენებული
ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.