მიმდინარე თვეში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დეპარტამენტის სათაო ოფისის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ, ელექტროშოკური აპარატებით, თევზის მოპოვებას ახორციელებდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის
ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100
კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია მოახდინეს.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.