გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნარჩენების კოდექსის ფარგლებში ახალციხეში საინფორმაციო კამპანია „ ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე” გაიმართა. .
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა ახალციხის მოსახლეობას თავად გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელი ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი რეაგირებას მოახდენს.
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
მსგავსი სახის აქციები სამცხე–ჯავახეთის გარდა, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონშიც გაიმართა.