შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები აწყურს ესტუმრნენ. ადგილობრივი თვითმართველობის წევრებთან ერთად მათ მეწყერსაშიში ზონა მოინახულეს.
ასევე იმ შვიდ ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც სტიქიისაგან სახლები დაენგრათ და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ.
როგორც შეხვედრისას გადაწყდა შვეიცარიის განვითარების სააგენტო, დაზარალებულებისათვის სოციალური დახმარების სახით, 20 ათასი ლარს გამოყოფს.აღნიშნული თანხით კი საცხოვრებელი ფართის შეძენა მოხდება.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ საცხოვრებელი შენობები 24 აპრილამდე მოიძებნება. იმ შემთხვევაში თუ ბინა 20 ათას ლარზე მეტი ეღირება, თანხას ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან დაამატებს. გარდა ამისა მიხეილ ვარდიძის თქმით, ეკომიგრანტებისათვის სოფლისმეურნეობის კუთხით სხვადსხვა სახის დახმარება მოხდება.
აწურში მცოხვრები, ორი ეკომიკრანტი ოჯახის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინით დევნილთა სამინისტრომ, გასულ წელს უკვე მოახდინა.