უბედური შემთხვევა მოხდა დღის მეორე ნახევარში 9 აპრილის ხიდზე.
22წლის ახალგაზრდა ხიდიდან გადავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, მათ შორის თავის ტრამვა. მამაკაცს შუბლის ძვალი აქვს ჩამტვრეული. ექიმის თქმით მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებული კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.