6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტის აღკვეთის გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრები ნოდარ ხადურმა დააჯილდოვა. ანა ასლანოვას, რომელმაც უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა, ასევე, ცვლის უფროსს მიხეილ ზაზაშვილს, უფროს ფიტოსანიტარ ჰაირაპეტ თუმასიანსა და უფროსს გიორგი ჩერქეზიას, ფინანსთა მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა.
მებაჟე ოფიცრების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 18 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მადლობის სიგელებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,თავი მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოიჩინეს.
www.youtube.com/watch?v=F8k3Hu8NJro&t=14