სოფლის მხარაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტები, ამბულატორის მშენებლობა სოფელ ანში და კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვალეში – ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს. გამგებელმა შეხვედრაზე განმარტა რომ ვალის კულტურის სახლი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. ზაზა მელიქიძის თქმით, შენობა წლების მანძილზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. გამგეობის პირველი პირი აცხადებს, რომ მისი რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება.
მისივე თქმით, ასევე, დაგეგმილია სოფელ ანში ამბოლატორიის მშენებლობაც.
აღნიშნულის გარდა, ყოველკვირეულ თათბირზე რწმუნებულებმა და გამგეობის პირველმა პირებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევის საკითხიც განიხილეს. გამგებელმა თემის წარმომადგენლებს დაავალა, რომ კრებები ოპერატიულად ჩატარდეს და პრორიტეტების შერჩევა ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად დროულად მოხდეს.
პროგრამისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაახლოებით 650 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.