ქალაქ ახალციხის მერიამ, ტერიტორიული ერთეულიდან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით, ახალი ნაგავმზიდი სატვირთო ავტომობილი შეიძინა.
სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს შ.პ.ს. „კეთილმოწყობას“ უკვე გადაეცა, რომელიც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ემსახურება. ნაგავმზიდის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 ათასი ლარი გამოიყო. როგორც მერიაში განმარტავენ, ავტომანქანის გარდა, დამატებით 40 ნაგვის ბუნკერის შეიძინაც მოხდა.