ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე შესული განაცხადების გადარჩევის პროცესი დაიწყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ 31 ვაკანტურ პოზიციაზე სულ 564 განაცხადი შევიდა. აქედან 83 საკრებულოს მიერ გამოცხადებულ 2 თანამდებობაზე, 481 კი გამგეობის 29 თანამდებობაზე.
აღნიშნული დოკუმენტაციის გადარჩევის პროცესი ერთი კვირის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგებს საკონკურს–საატესტაციო კომისია განიხილავს. კონკურსანტებს შესარჩევი ტურის პასუხები ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ, რის შემდეგაც მათ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 2 დღის ვადა ეძლევათ.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, კონკურსში გასული მონაწილეებისათვის, სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში ტესტირება დაინიშნება. შემდეგ საფეხურზე კი მათ საკონკურსო–საატესტაციო კომისიასთან გასაუბრების გავლა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 25 თებერვალს გამოცხადდა. განაცხადების მიღების ვადა კი 6 მარტამდე იყო.