“მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება
შეუსრულებელ სამუშაოებზე “, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა, სადაც მან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის
ბიუჯტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრემიერმა
მინისტრებისგან მიმდინარე სამუშაოების მაქსიმალურად გაკონტროლება
მოითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიმართა ქალაქის მერებსა და
მუნიციპალიტეტის გამგებლებს.
“გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
“აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს – მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.