ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს
თავმჯდოამრე დაკავებული თანამდებობიდან
გადააყენეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21–მა დეპუტატმა მიიღო,
მათგან ლევან ლობჯანიძის გადაყენებას მხარი 17–მა დეპუტატმა
დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით 15–მა დეპუტატმა მიმართა. ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია.
“მეცხე არხის” ინფორმაციით, ლევან ლობჯანიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა კაბინეტში დაიბარა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ახლო ურთიერთობის გამო მისი გადადგომა მოთხოვა.
ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს.