ადიგენის მუნიციპალიტეტის
დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჟანიძის გადაყენების
საკითხს განიხილავენ.
წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით 15–მა დეპუტატმა მიმართა. ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია.
“მეცხე არხის” ინფორმაციით, ლევან ლობჯანიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა კაბინეტში დაიბარა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ახლო ურთიერთობის გამო გადადგომა მოთხოვა.
ამ დროისათვის, საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის გადაყენების საკითხს კენჭს ფარულად უყრიან.