გარემოს დაცვის
სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის
თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე აღმოაჩინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდში იქნა აღმოჩენილი.
“უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მუკნიაშვილმა.