ახალციხელმა ისტორიკოსმა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების გენეალოგია შეისწავლა. რეზო ანდღულაძემ დაადგინა, რომ ჟაკ პაპზოვის წინაპრები ახალციხეში ცხოვრობდნენ.
ისტორიულ წყაროებში, მათი გვარი პირველად მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩნდება. 1900 წლისთვის ილია მაისურაძის საარქივო მასალებში, რომელიც მესხეთის თეატრს ეხება, ასევე მოხსენიებულია პაპაზაშვილების გვარი, ბოლო ჩანაწერები მათ შესახებ 1917 წელს გვხვდება, რის შემდეგაც ისინი მესხეთიდან ბათუმში ნათესავებთან გადავიდნენ. შესაბამისად ახალციხეში მათი კვალი წყდება.
10 სექტემბერს ნათესავების მოსაძებნად და წარმომავლობის დასადგენად მამა–შვილი პაპაზოვები ახალციხეს ესტუმრნენ. თუმცა მათ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხეს, რომ წარმოშობით, ნამდვილად მესხეთიდან არიან .