აგარა-გომის მონაკვეთზე
მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
დედაქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის
სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედაა.
მომხდარის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის
სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
ავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.