სამცხე-ჯავახეთში სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი იწყება. საუბარია ვალეში არსებულ გაზის სადგურზე, სადაც მასშტაბური ობიექტის მშენებლობა იგეგმება. პროექტი „ბი პიმ“ ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინა. კომპანიის საგარეო ურთიერთობების დირექტორის განმარტებით, სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულდეს.
შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, საუბარი შეეხო არალში სადავო მიწებთან დაკავშირებულ საკითხსაც. მას შემდეგ, რაც „ბი პიმ“ პროექტის განხორციელების მიზნით, ვალესა და არალში საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართობების შესყიდვა დაიწყო, არალში მაცხოვრებელმა 20-მდე ოჯახმა აღმოჩინა, რომ მიწის ნაკვეთებს ორი მფლობელი – ადგილობრივი მოსახლეობა და „საქნახშირი“ ჰყავდა. „ბი პის“ საგარეო ურთიერთობების დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სადავო მიწების საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მთავრობასთან უკვე მიმდინარეობს. გია ღვალაძე ამბობს რომ პრობლემა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თქმით კი, ეკონომიკის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის მიწები მოსახლეობას გადასცეს.