ასპინძის საბავშო ბაღში
სასწავლო პროცესი 19 თებერვლიდან დაიწყება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, ამ დროისათვის დაბის პირველი ბაღში, ინვენტარისა და საკვები პროდუქტის შეტანა მიმდინარეობს, სადაც დროებით ორი ბაღი გაერთიანდება და სასწავლო პროცესი ისე გაგრძელდება.
ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, ასპინძის მეორე ბაღში სარემონტო სამუშაოები იწყება, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო პედაგოგები და აღსაზრდელები პირველ ბაღში გადასულიყვნენ.
ბაღების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკიდან 900,101.60 ლარია გამოყოფილი. ასპინძის მეორე ბაღში სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რესტავრატორები და კომპანია“ შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძის ორ ბაღში სასწავლო პროცესი 11 თებერვალს შეწყდა, როგორც მაშინ “მეცხრე არხთან” ასპინძის გამგებელმა ლევან ცაბაძემ განაცხადა, სწავლა 16 თებერვლიდან განახლდებოდა, თუმცა სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.