სოფელ დამალის
მოსახლეობა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართავს და
სოფელში გაზიფცირების დასრულებას მოითხოვს.
მათ ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით, სამინისტროს განცხადება უკვე გადაუგზავნეს.
დაბა ასპინძასა და სოფელ დამალაში გაზიფიცირება 2010 წელს დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირის მისაღებად თანხა წინასწარ გადახდილი აქვთ, თუმცა გაზი ამდრომდე არ მიეწოდებათ.
დამალის მოსახლეობა აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა.
ინფორმაციასა და ფოტოებს “ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი-ტარიელ ლონდარიძის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.