შსს-ს სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და
ნებაყოფლობით ჩააბარეს: 12 გადაჭრილი თოფი,კუსტარულად დამზადებული 2
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა,
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა
კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა,10 მჭიდი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი,
სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.
სულ ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი,
სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის
100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8
დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).