არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გამოცხადდება. არჩევნებისთვის ისევ ემზადება #44–ე ახალციხის ოლქი. აქ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ხელახლა აირჩევენ. საარჩევნო მარათონი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება.
არჩევნების მეორე ტურის თარიღი, ცნობილი 27 ოქტომბრამდე გახდება. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ნიშნავს. შეჯამებისთვის ბოლო ვადა კი 27 ოქტომბერია. არჩევნების გამართვის სავარაუდო თარიღად არაოფიციალურად 30 ოქტომბერი მოიაზრება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.
#44–ე საარჩევნო ოლქში, რომლის შემადგენლობაშიც ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები შედის, მეორე ტური ორ წყვილ კანდიდატს შორის გაიმართება. პირველ ტურში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა “ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი კოპაძეს 1 275 ხმით მოუგო. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მერი ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა. შესაბამისად, მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.
ახალციხეში ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერ მოიპოვეს ვერც მერობის კანდიდატებმა. აქ მეორე ტურში მონაწილეობას “ქართული ოცნებისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ. ირაკლი ერეკლიშვილმა ვლადიმერ ზედგინიძეს არჩევნები 13 უბნიდან 11 უბანზე, 692 ხმით მოუგო.
რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მეორე ტური ახალციხეში – წინასწარი პროგნოზები ამასთან დაკავშირებით ვერ კეთდება. ცენტრალური სარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში, პირველ ტური “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა მოიგეს, თუმცა პროპორციული სისტემით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში 273 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა.
ავტორები: თიკო კურტანძე, რამაზ ალავიძე.