სამცხე–ჯავახეთის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს–ს დაექვემდებარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სხდომაზე უკვე იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარე “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახური შსს–ს დაქვემდებარებაში ოფიციალურად 10 იანვრიდან გადავიდა.
კახა ბერიძის თქმით, მერიის ინიციატივით ის შენობა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია განლაგებული, ძალოვან სტრუქტურას უსასყიდლოდ, სამი წლის ვადით გადაეცა.