შსს-ს სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ.
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის მიმდებარე
ტერიტორიაზე,ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან
უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი
ამოიღეს.გამოძიებით დადგენილია,რომ ამოღებული სამასალე მერქნის საერთო
მოცულობამ 9,45 კუბური მეტრი შეადგინა ,ხოლო გარემოზე მიყენებული
ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).