სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი
თემი საფრანგეთში “შარლი ებდოზე” განხორციელებულ
თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აცხადებს, საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთნ დაკავშირებით, მათ პოზიცია მუსლიმი თემის მოთხოვნით დააფიქსირეს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ,
“მოწყალისა და მწყალობელი ალლაჰის სახელით.
ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო
ჩვენს თვალწინ მთელი მსოფლიოს თვალწინ ათასობით უდანაშაულო ადამიანები
საშინელი სიკვდილით იხოცებიან. განა არ ვიცით ყოველდღე მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნებში რა საშინელი სიკვდილით უსწორდებიან ღმერთის
გაჩენილ ადამიანებს და როგორ პირუტყვივით ანადგურებენ.
ჩვენ შეძრული ვართ ამდენი უბედურებების, კაცთმოძულების რომელიც
მთელს მსოფლიოში მძინვარებს.ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია ნებისმიერი
ძალადობა, რომელიც ადამინებს სიცოცხელს მოუსწრაფებს. ჩვენთვის
მუსლიმებისათვის ერთნაირად მიუღებელია ნებისმიერი მრწამსისა თუ
აღმსარებლობის ადამინების აბუჩად აგდება, შეურაცყოფა და
დამცირება.
ჩვენ სამცხე ჯავახეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმები ვემიჯნებით
ყველანაირ ძალადობას, სიძულვილს, მკვლელობებსა და მოთმინებით დავიცავთ
ჩვენი საზოგადეობის მთავარ მონაპოვარს თავისუფლებას. თუ ვინმემ იცის
თვისუფლებისა და დემოკრატიის ფასი სწორედ ჩვენ ქართველი მუსლიმები
ვართ.მიხუედავად ყოველდღიური დამცირებისა რომლებსაც განვიცდით ყოველ
ფეხის ნაბიჯზე ყველა ქართველი მუსლიმი ჩვენ ძალადობაზე ძალადობით
არასდოდეს გვიპასუხია და ეს ჩვენმა ქართველმა „შარლი ებდოელბმაც „
მშვენივრად იციან.მიხედავად ამისა ჩვენ მაინც მყარად გავაგრძელებთ
გზას სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისაკენ ბრძოლაში და ამ ბრძოლის
ლოზუნგი მხოლდ სიყვარული იქნება. სიყვარული და მოთმინება, რომელიც
გადაგვარჩენს არა მხოლოდ ჩვენ არამედ დღევანდელ მსოფლიოსაც.
ჩვენ მუსლიმები არასდროს აღმოვჩნდებით იმ ადამიანების საზოგადეობაში
სადაც უზნეობას, სიძულვილს და დამცირებას დაფასება აქვს.ჩვენ
ნამდვილად მუსლიმები ვართ ჩვენი ღმერთის ალლაჰისა და მისი შუამავლის
სიტყვის დამჯერები. ყოველთვის ყველა ჩვენგანისათვის ფასდაუდებელი ფასი
ექნება თვისუფლებას, სიყვარულს, პატიოსნებას,
კაცთმოყვარეობას.მიგვაჩნია, რომ მუსლიმი ადამინის მისია ადამინებზე
სიყვარულის სწავლებაა. როგორც კაცობრიობის შუამავალმა გვასწავლა მისი
სიყვარულის გზით ვივლით, ის ხომ კაცობრიობისათვის წყალობათ მოვლენილი
შუამავალია.
წმინდა შუამავალო შენ რომელმაც ღმერთის ნებით დაიპყარი ადამიანთა
გულები და აზიარე ერთღმერთიანობის ჭეშმარიტებას, იმედ გადაწურულ და
სასოწარკვეთილ სულებს მიეცი მხნეობა, აბუჩად აგდებულთ და დამცირებულთ
დაუდექი ქომაგად ამ ყველაფერს ალლაჰის წყალობით შევინახავთ ჩვენ
მუსლიმები როგორც კაცობრიობისათვის მონაპოვარს.
დიახ ჩვენ ვართ ნამდვილად თავისუფალი ადამიანები და პატივს მივაგებთ
კაცობრიობის ისტორიაში ყველა შუამავალს და ამ შუამავლებში ყველაზე
ბოლო მუჰამედ შუამავალსაც რომელმაც ღირსეულად გააგრძელა შუამავლების
გზა და კაცობრიობას დაუტოვა თვისი ცხოვრების უზადო ზნეობრიობის
მაგალითები ნამდვილი თავისუფლება და სიყვარული. შუამავალს, რომელმაც
ალლაჰის წყალობით სიკეთითა და ლოცვით,თავისი ჰუმანურობით
კაცთმოყვარეობითა და მოთმინებით დაიპყრი ადამიანთა გულები. ღმერთიც
ხომ მომთმენებთანაა.
ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად ვინმეს მოვუწოდოთ როგორ უნდა მოიქცეს. ვისაც
უნდა „შარლი ებდო“ იყვეს და ვისაც უნდა არა. „ გზა ნათლადაა გარჩეული
ცდომილებისაგან“.მხოლოდ ვუსურვებთ „შარლი ებდოელებს“ იმ კალმით
რომლითაც უზნეობას ავრცელებენ და მათ ვინც ქომაგობენ რწმენითა და
სიყავრულით ცხოვრებას ეზიარონ და სიყვარულის, სილამაზისა და
მეგობრობის პოსტები შესთავაზონ საზოგადეობას.
იქნება სიძულვილი მუსლიმების მისამართით იქნება სიყვარული მუსლიმების
მხრიდან რადგან ჩვენო შუამავალო, მხოლოდ ამას გვასწავლიდი. სწორედ ასე
მოთმინებითა და სიყვარულით გავიმარჯვებთ კაცთმოძულეობაზე.
უნდა გვახსოვდეს ყველას, ის საზოგადეობა, რომელიც თავისუფლების
სახელით შეურაცყოფას აყენებენ რელიგიას, მის წინამძღვარს თუ
წმინდანებს ამას გამართლება არა აქვს და მას საერთო არაფერი აქვს
თავისუფლებასთან.არანაირი გამართლება არა აქვს ადამიანების მკვლელობას
ისე როგორც თვისუფლების სახელით რელიგიური სიწმინდეებისა და
წმინდანების შეურაცყოფას რამეთუ მერე გვიან იქნება თქმა „მე არ ვარ
შარლი ებდო“ რადგან ყველა მათგანს თავისი ცოდვილი სული ექნება
გადასარჩენი.
„უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ისისნი არიან
გაჩენილთა შორის ყველაზე საუკეთესონი“. სურა 98. აიათი 7.
უზენაესი ალლაჰი ფარავდეს ჩვენს საქართველოს.სამცხე ჯავახეთის ქართველ
მუსლიმთა თემი.
ალლაჰი უზენაესია და ის განაგებს სამყაროში ყველაფერს დიდება
ღმერთს.”