ამ წუთებში, ვაზისუბანში
მოკლული, 31 წლის ახალგაზრდის კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები
ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი
გადმოსვენება ქალაქ ვალის მშობლიურ სახლში.
მკვლელობა ვაზისუბანში, აღლემაშვილის საცხოვრებელი კორპუსის
სადარბაზოში მოხდა.
მას ბლაგვი საგანი თავში რამდენჯერმე აქვს ჩარტყმული.
კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ლიფტთან ახლოს, მეზობლებმა, 8 იანვარს, ნახეს.
ახლობლების თქმით, 31 წლის ახალგაზრდაზე თავდასხმა, უკვე მეორედ განხორციელდა. რამდენიმე თვის წინ კობა აღლემაშვილს, ასევე ვაზისუბანში საკუთარი სახლის სადარბაზოში თავში არმატურა, რამდენჯერმე ჩაარტყეს და იგი ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 108–ე მუხლით აღიძრა, რომელიც თავის მხრივ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის შვილი დარჩა.