ნინოწმინდა-ახალქალაქის
გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო გზაზე
ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.
საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები.
სამართალდამცავები, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 200 ადამიანი თოვლიდან გამოიყვანეს -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს..
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს, ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდით სამუშაოების ახორციელებს.