12 721 ხმა “ქართული ოცნება”, 12 448 – “ნაციონალური მოძრაობა“ – ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ შედეგით დასრულდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალციხე–ადიგენის ოლქში.
„ოცნებამ“ პროპორციული სიით „ნაციონალებს“ 273 ხმით მოუგო. მაჟორიტარული სისტემით კი ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პროცენტულად მაღალი შედეგი აქვს ამავე პარტიის მერობის კანდიდატსაც. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცირა მესხიშვილ ფიქრობს, რომ საზოგადოება არჩევანს შიშისა და ზეგავლენის გარეშე აკეთებს და არარეალურ დაპირებების აღარ სჯერა.
,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა. გიორგი ანდღულაძე მეორე ტურს ყველა ოლქში ვარაუდობდა. იგი ჯავახეთში არც კონფლიქტურ სიტუაცის გამორიცხავდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა პარლამენტში უფრო მეტი პარტია შესულიყო, რათა ხალხის ინტერესების დაცვა მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველზე მორგებული არ ყოფილიყო.
არჩევნების შედეგებს ახალცხელები აფასებენ. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში მიღებულ შედეგს ელოდა. ადგილობრივების გარკვეული ჯგუფისთვის კი ამომრჩეველთა ხმების ასეთი გადანაწილება მოულოდნელი იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილეობა ცხრა კანდიდატმა მიიღო. მათგან ,,ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“მიერ წარდგენილ კანდიდატებს ყველაზე მაღალი შედეგი აქვთ , თუმცა 50% +1 ხმა ვერც ერთმა მათგანმა მოიპოვა, რაც თავისთავად მეორე ტურის ჩატარებას გულისხმობს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე