თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენის ქუჩაში დაგდებას გადაწყვეტთ, თქვენ 80 ლარით დაჯარიმდებით. შენობიდან ნაგვის გადმოყრისას – 100-ით, ხოლო ავტომობილიდან -120 ლარით. აღნიშნულს “ნარჩენების მართვის“ კოდექსი ადგენს, რომლის ავტორიც გარემოს დაცვის სამინისტროა.ნარჩენების მართვის კოდექსი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
წყარო: რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია