შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს,
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი
სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონალური დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ
ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე
მეორე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დეპარტამენტის
თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, იაშვილის სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული “სისხლის ბანკის” დახმარებით,
ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შსს-ს თანამშრომლებმა ბავშვების
დასახმარებლად სისხლი უკვე მესამედ ჩააბარეს.
აქციის მიზანია შსს-ს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული
ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის
შემცირება.