ათი აქტიური ახალგაზრდა ახალციხის მერთან ერთად იმუშავებს და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრას შეეცდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუდენტებმა ორ დღიანი გადამზადების კურსი გაიარეს. მათ ტრენერების დახმარებთ საკითხების დამუშავება და პროექტების შედგენა ისწავლეს. ასევე განიხილეს მათი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწოდების გზები.
პროექტისთვის ახალგაზრდები ორსაფეხურიანი კონკურსის წესით შეირჩნენ.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ , საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. მის მიზანს თვითმართველ ორგანოში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.
პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ახალციხეში, გორში ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.