ახალციხის მესამე ბაგა-ბაღამდე მისასვლელი გზის გამო მშობლები ჩივიან. მათი თქმით მიქუტიშვილის ქუჩა ამორტიზებულია, რის გამოც ტერიტორიაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
ახალციხის მესამე საბავშვო ბაგა–ბაღი, მიქუტიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საამღზრდელო დაწესებულებამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია. მშობლები ამბობენ, რომ უამინდობის შემთხევაში აღნიშნულ მონაკვეთზე გავლა, ტალახის გამო, თითქმის შეუძლებელია. დაწესებულების მენეჯერი განმარტავს , რომ პრობლემის მოსაგვარებლად განცახდებას, ყოველ წლიურად წერს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე მოუწესრიგებელია.
მიქუტიშვილის ქუჩის მოწესრიგების მოთხოვნით, განცხადებებს წერენ უბნის მაცხოვრებლებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მათ სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაციას ყოველწლიურად პირდებიან, თუმცა ამ დრომდე ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა.
მიქუტიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემა ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის. ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ სანაპიროს ქუჩა მთლიანად სარეაბლიტაციოა. გიორგი კოპაძის თქმით, ტერიტორიის მოწერიგება მომავალი წლისთვის იგეგმება. მერის განმარტებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითად მოსიარულეთათვის ბილიკი გაკეთდება.
გიორგი კოპაძის თქმით, ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გამოყოს. ქუჩაზე განსახორციელებელი სამუშაოების პროექტს ცენტრალურ უწყებას მერია გადაუგზავნის. ქალაქის თავი აღნიშნავს, რომ მისი მერობის პერიოდში ყველა ქუჩა და საუბნო გზა მაქსიმალურად გარემონტდება.