სასახლხო დამცველის ანგარიში ახალციხელებს. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა 2013 წელს განვითარებული მოვლენები შეაჯამა.
რამდენად იყო სამცხე–ჯავახეთში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები დაცული, რა ბარიერებს აწყდებოდნენ ისინი მთელი წლის განმავლობაში და რა დარღვევები დაფიქსირდა გასულ წელს რეგიონში – დღეს არმენ მარანგოზიანმა ადგილობრივებს მოახსენა.
სახალხო დამცველის აპარატის მოხსენებასთან ერთად დღესვე საზოგადოებას ანგარიში სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დამხარების ბიუროს ხელმძღვანელმაც წარუდგინა. დავით ზარიძემ მიმდინარე წელს არსებულ დანაშაულთა სტატისტიკაზე ისაუბრა და ბიუროში შესული სისხლის სამართლის საქმეები განიხილა.