ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში შსს–ს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს კამპანიის მიზანი გააცნეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის წევრს კანონი იცავს, მოძალდე კი ისჯება.
შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძეც დაესწრო, რომელმაც სტუდენტებთან ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრა.
ახალგაზრდებმა ასევე ნახეს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური ვიდეორგოლები, სადაც საუბარია, თუ რა ზომები უნდა მიიღონ მათ ძალადობის ფაქტების შემთხვევაში.
შეხვედრის ბოლოს უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია შშს ინიციატივითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს.