ახალციხის
მერიაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო
კომიისიის კითხვებს ის კონკურსანტები პასუხობენ, რომელთაც კონკურსის
მეორე ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს. კომისიის თავმჯდომარე
ახალციხის მერი გიორგი კოპაძეა.
ახალციხის მერიაში 48 პოზიციაზე ვაკანსია 30 სექტემბერსა და 7 ოქტომბერს გამოცხადდა, სადაც 757 ელექტონული განაცხადი შევიდა. განაცხადების შევსება მსურველებს რამდენიმე ვაკანსიაზე შეეძლოთ.
კონკურსის პირველი, საბუთების გადარჩევის ეტაპი 257–მა მონაწილემ გაიარა. მათგან ტესტირებაზე 164 კონკურსანტი გამოცხადდა. გამოცდა წარმატებით 114–მა მონაწილემ ჩააბარა.