გურიის
გუბერნატორის შემდეგ თანამდებობებს სხვა რეგიონების გუბერნატორებიც
დატოვებენ ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “პირველი რადიო”
იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ
სამცხე–ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის
გუბერნატორები.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აკაკი მაჭუტაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში გიორგი ჩხაიძე თანამდებობიდან 5 დეკემბერს გადადგა.