ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ჭადრაკში ტურნირი გამართა. მასში მონაწილეობა თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიღეს. 19 მონაწილე ერთმანეთს, საუკეთესო შედეგის ასაღებად დაუპირისპირდა.
შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. გამარჯვებულები
ინდივიდუალურად გამოვლინდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული
მოჭადრაკეები გამგეობისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მათ
ასევე გადაეცათ მედლები და თასები.
გამგეობის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, წლის ბოლომდე სპორტული
შეჯიბრებები სხვა სახეობებშიც აქვთ დაგეგმილი. მათ შორისაა ფრენბურთი,
მაგიდის ჩოგბურთი და ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“