3 ათასი ლარი ჯარიმა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ძმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ყადაღის მოხსნა– 10 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ ცნო. რის საფუძველზე გამოიტანა გოჩა ჯეირანაშვილმა განაჩენი, ამის შესახებ განმარტება დღესვე გაკეთდა.
ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მუნიციპალიტეტის ყოფილ გაგებლს ბესიკ ბლიაძეს 10 თვინი სასამართლო განხილვების შემდეგ გამოუტანა. განაჩენის საფუძველზე გაუქმდა აღმკვეთი ღონისძიებით შეფარდებული გიარაო. შესაბამისად, ყოფილი გამგებლის ძმის, ზაზა ბლიაძის საკუთრებაში არსებულ 5 ათას ლარიან უძრავ ქონებას განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ყადაღა მოეხსნება. მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას ბრალდებული არ ელოდა. ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ განაჩენი გასაჩივრდება და საკუთარ სიმართლეს მაღალ ინსტანციებში დაადგენს. გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენსა და განმარტებაზე დაცვის მხარეც საუბრობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბოლო სასამართლო პროცესზე ბარალდებისა და დცვის მხარემ რეპლიკები გამოთქვეს. პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა, რომელიც საქმეში რიგით მეოთხე ბრალმდებელი იყო, სხდომაზე ბლიაძის ბრალეულობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისაკენ მოუწოდა. მანველიშვილმა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილება სამართლიანად და დასაბუთებულად შეაფასა. ბესიკ ბლიაძის საქმესთან დაკავშირებით, ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით გამოეხმაურა „სახალხო კრების“ წევრი. ლაშა ამირეჯიბმა პროკურორს ბლიაძის საქმის უკეთ გარკვევისაკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დაკავება სამცხე–ჯავახეთის სუს–ის უფროსისა და გუბერნატორის ინტერესებში შედიოდა, რადგან მათ ბესიკ ბლიაძეს, ახალციხის ყოფილი გამგებლის ოლეგ სანდროშვილის წინააღმდეგ კომპრომატების მიწოდება მოსთხოვეს, რაც ბლიაძემ არ გააკეთა. თავად ყოფილმა გამგებელმა ამირეჯიბის განცხადებას სისულელე უწოდა. ბესიკ ბლიაძის მიმართ გამოძიება მიმდინარე წლის 24 მარტიდან დაიწყო. მას ბრალი სსსკ-ის 341-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.