შოტოკან კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენების მორიგი წარმატება რესპუბლიკურ ჩემპიონატზე. დედაქალაქში ისრაელისა და საქართველოს დამეგობრების 26 წლისთავთან დაკავშირებით, ტურნირი გაიმართა. ახალციხელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები აიღეს და თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შოტოკან კარატე დოს ინსტრუქტორი ამბობს, რომ ნოემბრის თვეში ახალგაზრდები შიდა ქართლში გამართულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდნენ, სადაც ასევე, წარმატებით იასპარეზეს.
ზაზა ნათენაძის თქმით, სპორტსმენები ამჯერად, ბაქოს საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადებიან.